საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, WTM
London 2024-ის გამოფენაში მონაწილეობს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს
ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 21 ტურისტულ
კომპანიასთან და სასტუმროსთან ერთად სპეციალური სტენდით წარდგა. თუ რა
მნიშვნელობა აქვს WTM London 2024-ის გამოფენას საქართველოს ტურისტული
სექტორისთვის სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“
წარმომადგენელი ნატალია ჩანადირი საუბრობს.
„ჩვენ ვიმყოფებით ლონდონში WTM-ის გამოფენაზე. ძალიან მოხარული ვარ ამ
გამოფენით, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის მარტიდან ინიშნება პირდაპირი
ფრენები British airways-დან და EasyJet- დან საქართველოს მიმართულებით.
ლონდონის ტურისტულ გამოფენაზე მონაწილეობით ძალიან დიდი მოლოდინი
გვაქვს, რომ ახალი ტურისტული ბაზარი გაიხსნება საქართველოსთვის. დიდი იმედი
გვაქვს, რომ დიდი ბრიტანეთიდან უამრავი მეგობარი და ყოფილი კოლეგა ჩამოვა
საქართველოში, ასევე ბევრი ტურისტი ესტუმრება ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა
ნატალია ჩანადირმა.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება
აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული
კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40
ათასია.