„WTM London-ის გამოფენა ძალიან დიდ პერსპექტივას გვაძლევს მსოფლიოს ყველა კუთხის წარმომადგენელმა გაიცნოს საქართველოს ტურისტული მიმართულება“,- ანა მაცაბერიძე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში,
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში კერძო სექტორთან ერთად
მონაწილეობს. WTM London 2024-ზე 21 ქართული ტურისტული კომპანია და
სასტუმროა წარდგენილი. გამოფენაში საქართველოს მონაწილეობას აფასებს
ტურისტული კომპანია Visit Georgia-ს წარმომადგენელი ანა მაცაბერიძე.
„ჩვენ ვმონაწილეობთ ძალიან ბევრ გამოფენაზე, მათ შორის, WTM-ზეც, რომელიც
ლონდონში იმართება. ეს გამოფენა გვაძლევს ძალიან დიდ პერსპექტივას, არა
მარტო ჩვენს კომპანიას, არამედ მთლიანად ქვეყანას, რომ მსოფლიოს ყველა
კუთხის წარმომადგენელმა გაგვიცნოს და გაიცნოს საქართველოს ტურისტული
მიმართულება“,-განაცხადა ანა მაცაბერიძემ.
WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება
აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.
WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 ათასი ტურისტული
კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა 40
ათასია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას. სადღობელაშვილის განცხადებით, პოლიციამ პოლონეთის საკონსტიტუციო...