21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024
21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რეზო აიოზბა-როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და პოლიტიკური იმუნიტეტის გამო- ვტოვებ ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან

„ვტოვებ „ლელოს“ პარტიის ხელმძღვანელის პოსტს, ასევე გავდივარ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს სიიდან“- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი რეზო აიოზბა სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვერ დარჩება მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და პოლიტიკური იმუნიტეტის გამო.

ასევე, რეზო აიოზბა პარტიაში დარჩენილ ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს, რომ გააკეთონ სწორი არჩევანი, დროულად მოშორდნენ და არა უთხრან საქართველოს ღალატს.

„ბოლო ამბების მერე, როდესაც „ლელოს’’ მიყოლებით ტოვებენ ჩემი კოლეგები და მეგობრები, მე ვერ დავრჩები ამ მევახშისა და სპეკულანტის პარტიაში, რომელიც საქართველოს ყიდის ფულის და რაღაც პოლიტიკური იმუნიტეტის გამო, დიდი ხანი რაღაც მუდარებისა და თხოვნების გამო ვიკავებდი თავს, მაგრამ ხალხის გამკოტრებლისა და სახლების წამრთმევ კაცის გვერდით ყოფნა სირცხვილია. ყველა ჩემს მეგობარს თუ ნათესავს მინდა ვუთხრა არ შემოხაზოთ ეს გამყიდველი პარტია, ხოლო დარჩენილ ადამიანებს პარტიაში მინდა ვუთხრა გააკეთონ სწორი არჩევანი და დროულად მოშორდნენ და არა უთხრან საქართველოს ღალატს. მე ვტოვებ ლელოს პარტიის ხელმძღვანელის პოსტს ასევე გავდივარ კოალიცია ძლიერი საქართველოს აჭარის უმაღლეს საბჭოს სიიდან“- წერს რეზო აიოზბა.

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=2891350124373096&id=100004944102807&mibextid=WC7FNe&rdid=TCsg5WjCFgwgydgR

ავტორი:

ბოლო სიახლეები