8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

კარის ელექტრონული საკეტები სასტუმროებისთვის

თუ სასტუმროს ბიზნესი გაქვს, დიდი ალბათობით, კარის საკეტები უკვე დაყენებული გექნება. თუმცა, იმ შემთხვევაში, მსგავსი სისტემა არ გამოგიყენებია, ეს სტატია აუცილებლად ბოლომდე უნდა წაიკითხო.

მომხმარებლები სასტუმროში დასვენებას მრავალი მიზეზის გამო ირჩევენ, თუმცა მათთვის უმთავრესი კომფორტი და უსაფრთხოებაა. დამსვენებელმა უნდა იცოდეს, რომ როცა საკუთარ ნომერში შევა და კარს ჩაკეტავს, საფრთხე არ შეექმნება უცხო ადამიანებისგან. სწორედ ამიტომ, კარის ელექტრონული საკეტები ნებისმიერი სასტუმროსთვის უმთავრესი ატრიბუტია. ის შენობის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს, მორგებულია სასტუმროს სტილთან და ამასთან, ამცირებს საექსპლუატაციო დანახარჯებს. სისტემა მოიცავს:

  • კარის საკეტებს
  • კოდირების მოწყობილობას გამღები ბარათისთვის
  • ბარათ-გასაღებს
  • სისტემის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფას

საკეტის მეხსიერება იტევს დიდი რაოდენობით ინფორმაციას, რაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ავტომატური შემოწმების ფუნქცია გატყობინებთ ელემენტების შეცვლის ან საკეტის არასწორი მოხმარების შესახებ. ბარათები გვეხმარება კონტროლის და საკეტის გაღების ფუნქციის განხორციელებაში.

კარის საკეტები შეიძლება იყოს უკაბელო, რაც ამარტივებს მათ ინსტალაციას და მათ შორის კავშირი ხდება როგორც ბარათების, ისე ცენტრალიზებული ქსელური Online სისტემების საშუალებით.

რომელ კომპანიასთან უნდა ითანამშრომლოთ?

თუ გჭირდებათ კარის ელექტრონული საკეტები, ამ მიმართულებით წამყვანი კომპანია საქართველოში არის ვეზირი. კომპანიის მთავარი უპირატესობა სისტემური გადაწყვეტებია. ისინი გთავაზობენ არა მხოლოდ რომელიმე სისტემის შაბლონური პრინციპით დანერგვას, არამედ ჭკვიან და თქვენზე მორგებულ უნიკალურ გადაწყვეტას და ასევე, თქვენი საჭიროებიდან გამომდინარე, რამდენიმე სხვადასხვა სისტემის ერთიან, ინტეგრირებულ მოდელს.

კომპანიის წარმატებას განაპირობებს ინოვაციური ხედვა, გამბედაობა, იყოს პირველი და მიზანი, რომ ემსახუროს სხვებს, გაამარტივოს მათთვის კომუნიკაცია თანამედროვე საშუალებებით და გაზარდოს უსაფრთხოების ხარისხი, დაცულობის გარანტია, რაც ყველას საქმიანობის წინაპირობაა.

საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან შესაბამისობის დაცვა და კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილება უწყვეტად მზარდი ხარისხის გარანტიაა, ხოლო მუდმივი გაუმჯობესება – უცვლელი რუტინა. ვეზირი საქმიანობს ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 მოთხოვნების შესაბამისად და 2008 წლიდან ფლობს ISO 9001  ხარისხის მართვის სერთიფიკატს ტელეკომუნიკაციის, ტელემეტრიის, ავტომატიზაციის და უსაფრთხოების სისტემების დიზაინის, მონტაჟის, გაშვების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების და კერძო დაცვითი საქმიანობისთვის.

“R”

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...