როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერსსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, სალომეზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევადგამოაცხადა და დაადასტურა საქართველოსკონსტიტუციის 52-ე მუხლით დადგენილი წესი, რომპრეზიდენტს საგარეო ვიზიტის განხორციელებისუფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობისთანხმობის შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ქართული ოცნების“ ცენტრალუროფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ზურაბიშვილმა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციის დარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტიის მიღების შემდეგ, კონსტიტუციის დარღვევა კვლავ განაგრძო და მთავრობის თანხმობის გარეშე, რამდენიმე საგარეო ვიზიტი განახორციელა.
პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ უცხო ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოსმთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშესალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხისდა მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახუპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდასაქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა.
„ისიც მოგეხსენებათ, რომ კონსტიტუციის დარღვევისფაქტის დადასტურების შემდეგ, სალომეზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა მხოლოდრადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელიპარლამენტარების მხარდაჭერის ხარჯზეშეინარჩუნა.
მიიღო რა რადიკალური ოპოზიციისგან კონსტიტუციისდარღვევის საკითხში ხელშეუხებლობის გარანტია, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კონსტიტუციისუხეშად დარღვევა მოგვიანებითაც განაგრძო. კერძოდ, მან იმპიჩმენტის პროცედურის დასრულებისშემდეგაც განახორციელა რამდენიმე საგარეოვიზიტი საქართველოს მთავრობის თანხმობისგარეშე, მათ შორის, გასულ კვირას ვიზიტითიმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში.
აღსანიშნავია, რომ თუკი საკონსტიტუციოსასამართლოს გადაწყვეტილებამდე უცხო ქვეყნებსდა ორგანიზაციებს შეეძლოთ ეთქვათ, რომ მათთვისცნობილი არ იყო, რომ პრეზიდენტს ვიზიტისთვისმთავრობის თანხმობა ესაჭიროებოდა, ამგადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსმთავრობის სავალდებულო თანხმობის გარეშესალომე ზურაბიშვილის მიღება, ქართველი ხალხისდა მისი კონსტიტუციური მოწყობის განზრახუპატივცემულობასთან ერთად, ქვეყნის შიდასაქმეებში ჩაურევლობის პრინციპის დარღვევაა დაეწინააღმდეგება ჩვენს საერთო ევროპულღირებულებებს.“ – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, კონსტიტუციის განზრახი და თავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერ დარჩება, აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრის გადაწყვეტილება მიიღო.
„ჩვენი კონსტიტუცია ის ფუძემდებლური აქტია, რომელშიც ქართველი ხალხის ნება განსაკუთრებულასახვას ჰპოვებს, ამიტომ მისი განზრახი, ღია დათავხედური დარღვევა რეაგირების გარეშე ვერდარჩება.
აქედან გამომდინარე, საპარლამენტოუმრავლესობამ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხელახლააღვძრათ იმპიჩმენტის პროცედურა და მოვამზადოთახალი კონსტიტუციური წარდგინება, რომელიცსაქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსსაპარლამენტო არჩევნებამდე წარედგინება.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერკონსტიტუციის დარღვევის ფაქტის დადასტურებისშემდეგ, ახალი მოწვევის პარლამენტი, პირველივესხდომებზე, სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ 100 ხმით იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდანგადააყენებს.
როგორც მოგეხსენებათ, სალომე ზურაბიშვილსმიმდინარე წელს ისედაც ეწურებაუფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტისწესით მისი გადაყენებით, სალომე ზურაბიშვილისუფლებამოსილების ვადა მაქსიმუმ ერთი თვითშეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტისწესით თანამდებობიდან მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, აქვს მეტწილადსიმბოლური დატვირთვა, თუმცა, ძალზე პრინციპულიაამ გადაწყვეტილების სამართლებრივი დაპოლიტიკური დატვირთვა.
არ შეიძლება ქართველი ხალხის მთავარი კანონისგანზრახი, უხეში და სისტემატური დარღვევადაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევსალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილიპრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტისსტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებსუმნიშვნელოვანეს პრევენციულ როლს მომავალშიამგვარი თვითნებობის თავიდან ასაცილებლად დაქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.