11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024
11 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მამუკა მდინარაძე: მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია “ნაცმოძრაობისგან”, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული!

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”.

მდინარაძე მოუწოდებს საელჩოს, დაიბრუნოს საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მართვის ფუნქცია “ნაციონალური მოძრაობისგან”, რომელმაც ზემოთ აღნიშნული განცხადებით იერიში მოლდოვაზე, უკრაინაზე და იმ ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტიაა აკრძალული.

“მოვუწოდებ ამერიკის საელჩოს, დაიბრუნოს გვერდის მართვის ფუნქცია ნაცმოძრაობისგან, რომელმაც ამჯერად იერიში უკრაინის, მოლდოვის და სხვა ევროპულ დემოკრატიებზე მიიტანა, სადაც ათეულობით პარტია არის აკრძალული!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები