AP: დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ შეხვდება

„რესპუბლიკური“ პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, იგი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის აღარ შეხვდება. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაგეგმილი იყო აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს. ზელენსკი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზელენსკი ამერიკაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს და ტრამპს უნდა შეხვედროდა. მას მათთვის მის მიერ შედგენილი გამარჯვების გეგმა უნდა წარედგინა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...