პარტია ,,ახალის” წევრს, გიორგი ღვინიაშვილს და მის თანმხლებ პირებს სოფელ ნანიანის მოსახლეობა დაუპირისპირდა

პარტია ,,ახალის” წევრს, გიორგი ღვინიაშვილს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანის მოსახლეობა დაუპირისპირდა.

გიორგი ღვინიაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად სოფ. ნანიანში მივიდა, რამაც იქ მყოფი ახალგაზრდების გაღიზიანება გამოიწვია.

ადგილობრივებმა პარტიის წევრებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და აიძულეს დროულად დაეტოვებინათ ხსენებული სოფელი.

გიორგი ღვინიაშვილი ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”-ის მმართველობის პერიოდში კახეთის რეგიონის გუბერნატორი გახლდათ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ შეამცირა

სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი „სტაბილურიდან“ „უარყოფითამდე“ გააუარესა. სააგენტოს განმარტებით, გაუარესებული ფისკალური პირობები და პოლიტიკური ფრაგმენტაცია ქვეყნის ვალის სტაბილიზაციის პერსპექტივებს საფრთხეს უქმნის. Fitch-მა...