„ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში და ზოგადად რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა“ – “ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ვაკის დელეგატი ზუკა რურუა, კორძაიას ქუჩა N2-ისა და რამიშვილის ქუჩა N2-ის მოსახლეობას შეხვდა

დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე, არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.

„შეკრებილ საზოგადოებას მადლობა გადავუხადეთ ერთგულებისთვის და მხარდაჭერისთვის. განვიხილეთ მოახლოებული არჩევნები, ჩვენი ღირებულებები და პრიორიტეტები.

ჩვენი მთავარი მიზანია, საქართველოში და ზოგადად რეგიონში შევინარჩუნოთ მშვიდობა,“- განაცხადა ზუკა რურუამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ, ვაკის გამგებელი -დავით კვინიკაძე და ვაკის მაჟორიტარი -ნოდარ ტურძელაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...