პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები მთაწმინდის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა მთაწმინდაზე, ლ. ქიაჩელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს. განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ, საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი – ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – გიგა ახვლედიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...