პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ნატახტრისა და მისაქციელის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების” ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ასევე, ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. დელეგატმა მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე.

დელეგატის თქმით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებული – დავით ნოზაძე, გუბერნატორის მოადგილე – გიგი ჩიფჩიური, მუნიციპალიტეტის მერი – დიმიტრი ზურაბიშვილი , მერის მოადგილეები – გივი გიუტაშვილი და თამაზ ფოლოდაშვილი, ასევე საკრებულოს წარმომადგენლები.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები- სწორედ...

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი, ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ოპოზიციის წარმომადგელების რეაქციას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი განცხადებით, ოპოზიციის გამოხმაურება ადასტურებს, რომ ქართველებს მოღალატეები ჰყავდათ...