19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024
19 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჯეფრი საქსის აზრით, აშშ რუსეთთან უშუალო ომშია, რადგან თავის დროზე ნატოს შემოყვანას ცდილობდა საქართველოსა და უკრაინაში

აშშ რუსეთთან უშუალო და არა პროქსი ომშია, რადგან თავის დროზე საქართველოში, კავკასიასა და უკრაინაში ნატოს შემოყვანას ცდილობდა, – განაცხადა ამერიკელმა ეკონომისტმა, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა მრჩეველმა ჯეფრი საქსმა გადაცემაში All-In Podcast.

„ჩვენ ახლა უშუალო და არა პროქსი ომში ვართ რუსეთთან, რომელსაც 6 ათასი ბირთვული ქობინი აქვს. მე მსგავსი სისულელე არაფერი მინახავს. ყველაფერი ვიცი, ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან საკუთარი თვალებით მაქვს ნანახი, თუ როგორ აღმოვჩნდით ამ აურზაურში. ჩვენ ვფიქრობდით, რომ წინ ვიყავით, საქართველოში, კავკასიაში და უკრაინაში ნატო შემოგვყავდა“, – თქვა მან.

საქსი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ თუ ვაშინგტონი იგივე პოლიტიკას გააგრძელებს პეკინთან მიმართებით, შესაძლოა ბირთვული ომი მივიღოთ.

„თუ ჩვენ იმავეს გავაკეთებთ ჩინეთთან მიმართებით, იქნება ომი. ეს არ იქნება ყირიმის, პირველი ან მეორე მსოფლიო ომების მსგავსი… ეს იქნება ბირთვული ომი“, – დასძინა საქსმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები