ბიძინა ივანიშვილი: მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია, მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის!

“ჩვენს საამაყო და სასახელო სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს, საჩემპიონო ბრძოლაში გამარჯვებას ვულოცავ.”- აღნიშნულია მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც “ქართული ოცნების” პრესსამსახური ავრცელებს.

“მერაბ დვალიშვილი დაუღალავი შრომისა და ბრძოლისუნარიანობის ნამდვილი მაგალითია. მან ფასდაუდებელი შრომა გასწია ამ წარმატების მისაღწევად.

სწორედ დიდი მოთმინებით, დისციპლინითა და მიზანდასახულობით შეიძლება სასურველი მიზნის მიღწევა.

მერაბ დვალიშვილის სახით, ჩვენს სამშობლოს, ამ პატარა საქართველოს, უკვე მეორე ჩემპიონი ჰყავს. მას კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი, მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელის წარმოჩინებისთვის.”- ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...