ბიძინა ივანიშვილი: “ ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ”

“ჩემი და ჩემი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მსახიობ ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.”– ნათქვამია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სამძიმრის წერილში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

“მან სცენაზე გამოჩენიდან მალევე შეძლო საკუთარი ნიჭიერებითა და ინდივიდუალიზმით ქართველი მაყურებლის მოხიბვლა. ზურაბმა, ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, ღირსეული და მნიშვნელოვანი სახელი დატოვა არამარტო თეატრალურ წრეებში, არამედ მთელ ქართულ საზოგადოებაში.

ვიზიარებთ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მეგობრების, კოლეგების დიდ
მწუხარებას და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ”, – ნათქვამია წერილში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...