„ქართული ოცნების“ დელეგატი გოჩა ენუქიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცაგერის მოსახლეობას შეხვდა*

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის დელეგატი გოჩა ენუქიძე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორ -პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტის ორბელის თემის სოფლების: ზედა ორბელის, ქვედა ორბელის, ლაჯანასა და წილამიერის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ ცაგერის მუნიციპალიტეტში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე. ყურადღება გაამახვილეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე და იმ მიმართულებაზე, რომელზეც გუნდი აქტიურ მუშაობას აპირებს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, რეგიონის კოორდინატორი- ქრისტინე კობახიძე და „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი -ჭაბუკი ჭაბუკიანი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაზა დობორჯგინიძე: მივესალმები კომერციული სუროგაციის აკრძალვას, რომელიც კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა –...

პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე, მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწვეყილებას სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიესალმება და მას კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმას უწოდებს. მისი თქმით, ქალის რეპროდუქციის გაყიდვა და...