რატი იონათამიშვილი რუსეთიდან ფრენების აღდგენაზე – ეს იყო პრაქტიკულად სანქცია, რომლის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე სანქციის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის. ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. „რაც შეეხება ფრენის საკითხებს, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თავის დროზე იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული, თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი“ – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ, გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები...

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ...