4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

კახა კალაძე: როცა „დინამო არენას“ ადმინისტრაციას სარეაბილიტაციო პროექტი ექნება, ჩვენ ხელს შევუწყობთ

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონი გამართულად ფუნქციონირებდეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, მიმართა თუ არა „დინამო არენას“ ადმინისტრაციამ თბილისის მერიას რეაბილიტაციასთან დაკავშირებულ რაიმე სახის ნებართვაზე, კახა კალაძის თქმით, მიმართვის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეწყობა იქნება.

„პროექტი როდესაც მზად იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ. მართლაც მნიშვნელოვანია „დინამო არენას“ სტადიონის გამართულად ფუნქციონირება, რადგან ძალიან ბევრ გულშემატკივარს იტევს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.