ხატია დეკანოიძემ მორიგი (უტოპიური) წინასაარჩევნო დაპირებები გააჟღერა

“26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას”, – ეს განცხადება “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

“ფაქტია და ჩვენ ვხედავთ უკვე ძალიან კონკრეტულ მაგალითებს, როდესაც “ქართულმა ოცნებამ”, ივანიშვილმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანეს სრულ იზოლაციაში და რა თქმა უნდა, ეს იზოლაცია არის ზუსტად მათი განზრახვა, რომ საქართველოში იყოს ემიგრაცია სიღატაკე და ამ დროს უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ 26 ოქტომბრის შემდეგ მოვიზიდავთ უამრავ ინვესტიციას, 14 მილიარდიან ინვესტიციას და დახმარებას, რომელიც პირველ რიგში, წავა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობაზე, წავა სოციალურ პროექტებზე, წავა ეკონომიკაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იქნება სრულიად სხვა და განსხვავებული, ვიდრე ეს წარმოუდგენია Ბიძინა ივანიშვილს”, – განაცხადა “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკოლოზ მეტრეველი: სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უფლება აქვს. პოლიციელებზე თავდასხმა, მაღაზიების...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის იდეალიზება არასწორია, რადგან ევროპაშიც არსებობს სოციალური და პოლიტიკური პრობლემები. ანალიტიკოსის შეფასებით,...