ცოტნე ანანიძე: 1877 წელს ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს – „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე და გავიმარჯვოთ!

“ქართული ოცნებიდან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქობულეთში ცოტნე ანანიძე, ქობულეთის რაიონის სოფელ კვირიკეს მოსახლეობას შეხვდა.

ანანიძემ ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა და მათთან საუბრისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ქობულეთელებს ინტელიგენტებად მოიხსენებდა.

„როდესაც ჩვენი რეგიონი დედასამშობლოს დაუბრუნდა 1877 წელს ილია მართალი, ილია ჭავჭავაძე ასე შეხვდა ქობულეთელებს – „მოგესალმებით ჩემო ინტელიგენტო ქობულეთელებო!“ ასე ინტელიგენტურად უნდა მივიდეთ 26 ოქტომბრამდე, გავიმარჯვოთ და გავაგრძელოთ! გაგიმარჯოთ! გაუმარჯოს საქართველოს!“, – აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.

შეხვედრას „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, „ქართული ოცნების“ დელეგატები, მაჟორიტარი დეპუტატები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ქობულეთის მერიისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: “ტვ პირველის” დაუდასტურებელი ინფორმაციით,...

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, “ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტში ის მამამ,...