5 ოქტომბერი, შაბათი, 2024
5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

შალვა კილაძე როლანდ ნუცუბიძეზე: ლანძღავდა ერმილე გიგიაძეს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო – მერე რომ დაეცა ერმილე, შეხედა და იცინოდა

სოფელ გეგუთის მაჟორიტარმა დეპუტატმა შალვა კილაძემ “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის და ოპოზიციის აქტივისტის როლანდ ნუცუბიძის დაპირისპირებაზე ისაუბრა, რომელსაც გიგიაძის ადგილზე გარდაცვალება მოყვა.

როგორც შალვა კილაძე იხსენებს, როლანდ ნუცუბიძე ერმილე გიგიაძეს ლანძღავდა და ამბობდა, რომ მოვალთ ხელისუფლებაში და თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო. მანვე აღნიშნა, რომ როდესაც გიგიაძე დაეცა, ნუცუბიძე ამაზე იცინოდა.

„ერმილე გიგიაძე გამოვიდა ოფისის კარებიდან, გამოვიდა და პიროვნება, რომელიც იდგა აი ამ ადგილას დაახლოებით, მანამდე იხედებოდა ჩვენი ოფისის ფანჯრებში და ათვალიერებდა რა ხდებოდა, დაუწყო პირდაპირ ლანძღვა ერმილეს, ესეიგი თქვენო რა გაგიკეთებიათ აქო, რატო გააკეთეთ ეს ოფისიო, თქვენო ქვეყანასო აქცევთო, ღუპავთო, კარგავთ ქვეყნის მომავალსო, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში თქვენ გაჩვენებთ რა მოხდება მერეო, თქვენ მე ვინ გგონივართო, ვინა ხართ ასეთი თქო? და გვაჩვენებდა ამერიკის პასპორტს. ერმილე გამოვიდა უკვე აქეთ ძაან ანერვიულდა ამ კაცმა რომ გალანძღა, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, გამოვიდა და გახდა ცუდად, იქვე დაეცა, დაიჭირეს და დააწვინეს. დაახლოებით სასწრაფოს მოსვლამდე 15-20 წუთის განმავლობაში, მე ექიმი ვარ და ვუტარებდი პირველ დახმარებას, მაგრამ ვერ ვუშველეთ, გარდაიცვალა. შეეწირა ასეთ სიტუაციას, ეს კაცი თან მერე რომ დაეცა ეს აქ იყო, შეხედა იცინოდა“,- განაცხადა შალვა კილაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები