15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

რუსლან სტეფანჩუკი – უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა

უკრაინის სამმა მინისტრმა გადადგომა მოითხოვა. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას (პარლამენტის) თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისი თქმით, გადადგომის შესახებ განცხადებები გააკეთეს: უკრაინის მრეწველობის სტრატეგიული დარგების საკითხების მინისტრმა ალექსანდრ კამიშინმა, უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ, და უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა რუსლან სტრელეცმა.
“ასევე გადადგომის შესახებ განცხადება შემოვიდა უკრაინის სახელმწიფო საკუტრების ფონდის თავმჯდომარისგან ვიტალი კვალისგან. ყველა განცხადება ერთ-ერთ უახლოეს სხდომაზე იქნება განხილული,” – წერს სტეფანჩუკი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები