4 მლნ-ზე მეტი მგზავრი და 28%-იანი ზრდა – როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა

საქართველოს აეროპორტებმა 2024 წლის იანვარ-ივლისში პოსტპანდემიურ მაჩვენებელთან შედარებით მგზავრთნაკადის 33%-იანი ზრდა აჩვენეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით ჯამში 4 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 28%-ით მეტია 2023 წლის 7 თვის მონაცემებთან შედარებით, ხოლო 80%-ით მეტი ვიდრე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტები პანდემიამდელ პერიოდში ანუ 2019 წლის იანვარ-ივლისში 3 061 750 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 2 263 872 მგზავრს, 2023 წლის იანვარ-ივლისში 3 180 226 მგზავრს, ხოლო 2024 წლის იანვარ-ივლისში კი 4 066 142 მგზავრს.

2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2 643 874 მგზავრს მოემსახურა, რაც 34%-ით მეტია, ვიდრე 2023 წლის იანვარ-ივლისში აეროპორტის მიერ გატარებული მგზავრების რაოდენობა. 2023 წლის იანვარ-ივლისში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 969 343 მგზავრს, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში 1 515 931 მგზავრს, ხოლო 2019 იანვარ-ივლისში კი 2 254 691 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულ სტატისტიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით კარგად ჩანს, რომ 2024 წლის 7 თვის 2019 წლის 7 თვესთან შედარებით მგზავრთნაკადის 17%-იანი ზრდაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 74%-იანი ზრდა.

2019 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით მგზავრთნაკადის 39%-იანი ზრდაა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2024 წლის იანვარ-ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა 482 023 მგზავრი გაატარა, რაც 43%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 54%-ით მეტი 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის 7 თვის განმავლობაში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 336 250 მგზავრს, 2022 წლის იანვარ-ივლისში 313 032 მგზავრს, ხოლო 2019 წლის იანვარ-ივლისში კი 347 765 მგზავრს მოემსახურა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა 2024 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით პანდემიამდე არსებულ მაჩვენებლებთან შედარებით მგზავრთნაკადის 105%-იანი ზრდა აჩვენა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივლისში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადის 8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 118%-იანი ზრდა

2019 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 449 700 მგზავრს მოემსახურა, 2022 წლის იანვარ-ივლისში 422 000 მგზავრს, 2023 წლის 7 თვეში 856 471 მგზავრს, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 921 029 მგზავრს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ზაალ ანჯაფარიძე: საბოტაჟი და ღალატი მრავალგანზომილებიანი პროცესია და ძალიან სწრაფად შეიძლება...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დიტო ჩუბინიძის დაკავებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ იგი მტკიცებულების გარეშე, საჯაროდ აბრალებს დავით გარეჯის...