გიორგი ვოლსკი: „დემოკრატიის ფესტივალზე“ მთავარ პორტრეტად გამოიყვანეს ადამიანი, რომელმაც სადიზმის ის ხარისხი აჩვენა, რაც არ ახასიათებს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი

ატარებ დემოკრატიის ფესტივალს და ფესტივალის მთავარ პორტრეტად გამოგყავს ადამიანი, [მიხეილ სააკაშვილი] რომელიც არათუ დემოკრატიას ემსახურებოდა, არამედ სადიზმის ის ხარისხი აჩვენა, რომელიც არ ახასიათებს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყნებსაც კი, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ „დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით გამართულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.

„წამებით ადამიანს რომ მოკლავ და ეს ჩვეულებრივი ამბავია შენს მმართველობაში, როგორ შეიძლება ეს იყოს დემოკრატიის ფესტივალის მთავარი ლოზუნგი? სწორედ ეს არის წინასაარჩევნო აგიტაცია“, – აცხადებს ვოლსკი.

„დემოკრატიის ფესტივალის“ სახელით შეფუთული ღონისძიება კახეთსა და ქუთაისში გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორი – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდება.

ფესტივალებზე ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო. ფესტივალის ორგანიზატორები, რომლებიც დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტიდან ფინანსდებიან, ოპოზიციის პიარით დაკავდნენ.

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ დემოკრატიის სახელით გამართულ ფესტივალს საქართველოში, დანიის პარლამენტის მიერ შექმნილი ორგანიზაცია აფინანსებს.

დანიის პარლამენტმა „ქრონიკას“ დაუდასტურა, რომ „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” ქვეყნის ბიუჯეტით ფინანსდება და საკანონმდებლო ხელისუფლებას ექვემდებარება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“,...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტების „ბელეტრისტიკად“ და „მხატვრულ თხზულებად“ შეფასებით, რადიკალური...