რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს

სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო, – წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

იონათამიშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს.

„სააკაშვილი ჯერ სტრასბურგის სასამართლომ გაასამართლა, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე, ახლა ვაშინგტონმა დაბრენდა, რომ არის დეზინფორმაციის და სპეკულაციის წყარო.

ეს ადამიანი არის ძალიან დიდი სირცხვილი და სწორედ ამიტომ, მისი მხარდაჭერა დანაშაულის, ღალატის, ამორალურობის, დეზინფორმაციის და სიცრუის მხარდაჭერას ნიშნავს“, – წერს იონათამიშვილი.

13 აგვისტოს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ ჯინ შაჰინისა და მაიკ ტერნერის ვიზიტისას სააკაშვილის საკითხი არ განხილულა, განხილვის საკითხი იყო, რომ აშშ-ს სურს კარგი ურთიერთობა საქართველოსთან და რომ პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სოზარ სუბარი: აგენტურული ოპოზიციის წარმომადგენლები კომისიის დასკვნაში თავმოყრილ უმძიმეს ფაქტებს „ბელეტრისტიკას“,...

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტების „ბელეტრისტიკად“ და „მხატვრულ თხზულებად“ შეფასებით, რადიკალური...