ყოფილ ამერიკელ მზვერავს სკოთ რითერს აშშ-ში FARA-ს დარღვევაში სდებენ ბრალს – FBI-იმ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა

აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ყოფილი ამერიკელი მზვერავის, გაერო-ს ყოფილი ინსპექტორის სკოთ რითერის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.

როგორც თავად რითერმა საკუთარ სახლთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა, მას ბრალად ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის, FARA-ს დარღვევაში ადანაშაულებენ.

„ის, რაც ჩემს სახლში ხდება, უკავშირდება იმას, რომ აშშ-ის მთავრობა მე უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის დარღვევაში მადანაშაულებს. მე ახლავე გეტყვით, რომ არ დამირღვევია უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, – განაცხადა მან.

რითერი მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ჩხრეკა თავისუფალ სიტყვაზე ზეწოლას ემსახურება, ვინაიდან ის ბოლო პერიოდში უკრაინაში აშშ-ის მიერ გატარებულ პოლიტიკას აკრიტიკებდა.

მისი თქმით, ის არ აპირებს გაჩუმებას და მაინც გააგრძელებს თავისი საქმის კეთებას.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

თამთა მეგრელიშვილი: საერთაშორისო არენაზე განვითარებული პროცესების ანალიზი აჩვენებს, რომ დღეს სასწორზე...

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში რადიკალური ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს შეკრება გარე ძალების სტრატეგიასა და მიზნებს...