ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს

ლიბანიდან ისრაელის ქალაქ კირიათ-შმონას ტერიტორიის მიმართულებით 15-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები და ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების უმრავლესობა მოიგერიეს, თუმცა, სულ მცირე ორმა ქალაქს დაარტყა, რამაც ზიანი გამოიწვია.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანის სამხრეთ ნაწილში ისრაელის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ ორი ოპერატორი დაიღუპა. „ჰეზბოლას“ მათი გარდაცვალება, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას...

„ლელოს“ წევრის შუამდგომლობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომებზე ვენეციის კომისიის ექსპერტების დასწრებას ეხებოდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. „ლელოს“ წევრმა სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სასურველია სხდომებს ვენეციის კომისიის...