18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024
18 ოქტომბერი, პარასკევი, 2024

“მძღოლის 10 მცნება” გოგა ჩანადირისგან

“მძღოლის 10 მცნება

1. არა დაჯდე საჭესთან მუნ იყო ნასვამი, ანდაც თრიაქსა შინა გაბრუებული

2. დაუთმე გზა იგი ფეხოსანსა, ოდეს გადაიაროს ზებრაზე

3. არა გააბა სიგნალი იერიქონისა მაგვარი

5. არა ყარო ნაგავი სარკმელითგან მანქანისაი

5. არა იჩქარო ვითარცა დაოთხილი რაში

6. არა გადაჰკვეთო ღერძულა ოდენ დაინახო გზასა ზედა განგებითა დახაზული

7. შეიბი სარტყელი იგი თუნდ იყო უშიში ვითარცა უხორცო

8. ნუ შეაშხეფებ წვიმისა წყალსა ფეხოსანსა როს მიილტვოდეს დუღაბფენილითა შინისკენ ანდაც საქმეზედა

9. შუქნიშანი არს მძღოლის კანონი, მანიშნებელი ყოველსა გზაზედა და დაიცავი მანათობელი ყოველი.

10. მომართე ციმციმა იგი შუქისაი ვითარმედ მაჭუტი ოდენ დაინახო მოსახვევი ანდაც დაგჭირდეს ზოლიდან გამოსვლა.” – წერს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები