UNIAN: უკრაინაში 2024 წელს სიკვდილიანობა შობადობას სამჯერ აღემატება

უკრაინაში 2024 წლის პირველ ექვს თვეში 87 655 ადამიანი დაიბადა, რაც სიკვდილიანობის მაჩვენებელზე სამჯერ ნაკლებია. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unian.net-ის ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

როგორც გამოცემა უკრაინის იუსტიციის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, დღეს ქვეყანაში ერთ ახალშობილზე სამი გარდაცვლილი მოდის, მაშინ, როცა კორონავირუსის პანდემიის დროს ეს მაჩვენებელი ერთი ორზე იყო.

UNIAN-ის ცნობით, 2024 წლის პირველი ექვსი თვის შობადობის მაჩვენებელი 9%-ით ნაკლებია ამავე პერიოდის 2023 წლის მონაცემებზე და 1,5 ჯერ ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ეკა სეფაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ძალიან ბევრი ადამიანი აკვირდება და...

საქართველოს სასამართლო სისტემაში უხეშ ჩარევად შეაფასა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით უცხოელი...