22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024
22 ოქტომბერი, სამშაბათი, 2024

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება

ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში 2025 წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის განკარგულებაშია ნათქვამი, რომელიც 1-ელ აგვისტოს გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად, ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.

ჯამში პროექტზე 12 მილიონი ლარის დახარჯვა არის გათვალისწინებული, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრომ მიმდინარე წლის ასიგნებებიდან 3 მილიონი ლარი, ხოლო 2025 წლის ბიუჯეტში 9 მილიონი ლარი უნდა გამოყოს ჰაბის მოსაწყობად საჭირო ღონისძიებებისთვის.

ავტორი:

ბოლო სიახლეები