15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025
15 იანვარი, ოთხშაბათი, 2025

(ვიდეო) ქართველი ძიუდოისტები პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

ქართველი ძიუდოისტები პარიზის ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშებიდან სამშობლოში დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ასობით გულშემატკივარი დახვდათ.

„მიყვარხართ ყველა და ამ ყველაფრისთვის მადლობა. თქვენთვის ყოველთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ. მიყვარხართ გულში”, – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. კერძოდ, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ილია სულამანიძემ (100 კგ) – ვერცხლის მედლები, ლაშა ბექაურმა (90 კგ) კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის დასაკუთრება.

ამასთანავე, ლაშა ბექაური გახდა პირველი ქართველი ძიუდოისტი, რომელმაც ოლიმპიური ჩემპიონობა ორჯერ იზეიმა.

 

ავტორი:

ბოლო სიახლეები