8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საბურთალოს რაიონის გამგეობა პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პ. იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – ნასიძის, ბალანჩივაძისა და ჩაილურის ქუჩების მეშვეობით.

პ. იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...