8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

გია აბაშიძე- 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც ‘პარტიუგებს’ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ- ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს

„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ:- 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც ‘პარტიუგებს’ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის თქმით, ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან.

„საარჩევნო არითმეტიკას მივაპყროთ ყურადღება, რომელსაც ზერელედ უყურებენ ნაცრადიკალები და ქვეყნის აყირავების გარდა არაფერი აინტერესებთ:

– 5%-იანი ბარიერი არის მინიმუმ 100 000 ხმა, რაც რაღაც ‘პარტიუგებს’ ინდივიდუალურად არასოდეს მიუღიათ.

– ხუთპროცენტიანის გადალახვის შემთხვევაში, ესა თუ ის აუტსაიდერი იღებს მინიმუმ 8 მანდატს. მშვენიერია, იქმნება გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ფრაქცია-ჯგუფი, კომიტეტებში მონაწილეობა; გარანტირებულ საპარლამენტო ხელფასს დამატებული ბონუსები; საგარეო ვიზიტებში დანამატები და ა.შ.

ვერავინ ვერასდროს ვერავის დაარწმუნებს, რომ, მაგალითად, არაადეკვატური სალომე ზურაბიშვილი, რომელიც წარმომავლობის გამო მოხვდა ამ პოსტზე;

მევახშე ხაზარაძე; მოღალატე გახარია; სუპერარარობა ანა დოლიძე ანდა მოძალადე ალეკო ელისაშვილი გულანთებული პატრიოტები არიან. ეს ‘ბულშითინგი’ თავადაც არ სჯერათ ამ ბოროტ ჯამბაზებს. საკითხავია – ასე დაბლაგვდა “გლობალური ომის პარტიის” ანალიტიკა რომ ვერ აცნობიერებენ აქაურ განწყობებს? არ გამიკვირდება, რადგან ფსევდო-იდეოლოგიების გავლენით, უამრავი პოლიტიკური, უსაფრთხოებითი ჩავარდნაა დასავლეთში.

რაც მთავარია, საარჩევნო პროგრამები სადაა? არც იქნება, მხოლოდ პოლიტიკური სადღეგრძელოები იმ ჩამოწერილებისგან, რომლებიც ზნეობრივ ნორმებში არ არიან დიდი ხანია“.-წერს გია აბაშიძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...