ალუდა ღუდუშაური: ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს, მაგას განახებთ არჩევნებზე. ბიძინა ივანიშვილთან მისი დატოლება კომიკურ სიტუაციაში აგდებთ მათ. ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ, ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს

სალომე ზურაბიშვილს რა მხარდაჭერა აქვს მაგას განახებთ, არჩევნებზე როდესაც დააყენებენ. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილთან დატოლება თუ საპირწონედ თითქოსდა წარმოჩინება, ტოლობის ნიშნის დასმა არის არარელევანტური და კომიკურ სიტუაციაში აგდებს მას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში ნებისმიერი ოპონენტი დაამარცხებს.

„სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს სურვილი, რომ პრეზიდენტის პოსტზე იყაროს კენჭი გაერთიანებული ოპოზიციიდან თუ არ აქვს მნიშვნელობა საიდან – ნებისმიერი წარმომადგენელი დაამარცხებს. მე გეტყვით, რომ როგორც ვაშაძე დაამარცხა ოგბუნუჯუმ, ხომ გახსოვთ, აი, ისე ოგბუნუჯუსთან დატოლდნენ და დარწმუნებული ვარ ოგბუნუჯუ დაამარცხებს სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...