8 სექტემბერი, კვირა, 2024
8 სექტემბერი, კვირა, 2024

ლევან ჭოტორლიშვილი-შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაკარგა ნაციონალური ინტერესი და გახდა უფრო გლობალური ძალების წარმომადგენელი

„შეიძლება ვიფიქროთ, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაკარგა ნაციონალური ინტერესი და გახდა უფრო გლობალური ძალების წარმომადგენელი“- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა, ლევან ჭოტორლიშვილმა, ტელეკომპანია “პოს ტვ”-ის ეთერში გადაცემაში „კვირის პოსტი“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, ხომ არ ასცდა ევროკავშირის ბიუროკრატიული ელიტა წევრი ქვეყნების ინტერესებს და ხომ არ მოქმედებს ის ოკეანის გაღმა მიღებული დირექტივებით.

ჭოტორლიშვილის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია მისდევს ამერიკული ბიუროკრატიის და “დიფ სტეიტის” პოლიტიკას, მაშინ საკითხი დგება თვითონ ამერიკული “დიფ სტეიტი” ვის ემსახურება.

„ამ ლოგიკას თუ გავყვებით, მაშინ გაჩნდება მეორე შეკითხვა: თვითონ ოკეანის გაღმელი პოლიტიკური ძალები ვისი ინტერესებით მოქმედებენ?! იქაც ხომ იგივე პოლიტიკური პროცესები მიდის, რაც ევროპაში. იქაც ხომ ერთმანეთს ეჯახება ნაციონალური სახელმწიფოს იდეა და გლობალისტური ძალაუფლების და საზოგადოების თემა, რომელსაც არ აქვს საზღვრები და გავლენები უნდა იყოს გავრცელებული ფაქტობრივად ყველგან და ყველაფერში. იქაც იგივე პროცესები მიდის, მე ასე ვხედავ. ამ თვალსაზრისით, თუ ევროპული ბიუროკრატია მისდევს ამერიკული ბიუროკრატიის და “დიფ სტეიტის” პოლიტიკას, მაშინ საკითხი დგება უკვე თვითონ ამერიკული “დიფ სტეიტი” ვის ემსახურება. მე ამას ვხედავ ისე, როგორც ძალაუფლების ცენტრების გადანაცვლება ბიუროკრატიიდან და სახელმწიფო აპარატიდან ხდება კორპორაციებში და პოლიტიკური დისკურსებში. დღეს, რეალურად, დღის წესრიგს ქმნიან დიდი კორპორაციები და პოლიტიკური დისკურსები. ფაქტობრივად, ძალაუფლების და ხელისუფლების და საზოგადოების მოწყობის ორი ტიპი ეჯახება ერთმანეთს: ისტორიული და ახალი, მოდერნული თუ პოსტმოდერნული სისტემა, რომელიც უკვე აღარ უყურებს სახელმწიფოს, როგორც ორგანიზაციის ერთადერთ ფორმას. ამ თვალსაზრისით, თვითონ ამერიკაც ამ პროცესების ნაწილია.“-განაცხადა ლევან ჭოტორლიშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

4:1 – ერთა ლიგის B...