ხაზარაძის პარტია “ლელოს” ლიდერებს წნორში NDI-იმ უმასპინძლა- პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას საარჩევნო დაპირებები გააცნეს

მამუკა ხაზარაძის პარტიის “ლელოს” ლიდერებს, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილს წნორში NDI-იმ უმასპინძლა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავად პარტია “ლელო” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე აქვეყნებს და კახეთის რეგიონის მცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის და მასპინძლობისთვის მადლობას ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის უხდის.

გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, “ლელოს” ლიდერებმა წნორის მოსახლეობას საარჩევნო დაპირბები გააცნეს.

“დღეს “ლელოს” ლიდერები, მედეა მეტრეველი და ანა ნაცვლიშვილი, წნორში, კახეთის რეგიონის მცხოვრებლებს შეხვდნენ. მადლობა ნანა ბაგალიშვილს, “ცოდნის კაფეს” და NDI-ის მასპინძლობისა და მოსახლეობასთან საინტერესო დისკუსიის შესაძლებლობისთვის.

შეხვედრის მთავარ თემებს შეადგენდა ევროკავშირის რეფორმები, 1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა და, რაც მთავარია, რუსი ოლიგარქისა და რუსული ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობა.

საქართველოს მომავალი ევროპაშია”,- ვკითხულობთ “ლელოს” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

სუსი: 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის 16 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად...