16 ივლისი, სამშაბათი, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მეუფე იაკობი: ნუ ერევით, ნუ ყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეებში, ვისაც გეხებათ – ბალტიისპირეთი იქნება თუ სხვა

რა უნდა ჩვენი ერისგან, ვისაც არ ეზარება? თუ სადღაც გინდა მიმიღო, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, და თუ პატარა ბავშვივით დავალებებს მაძლევ, თუ ვარ აბიტურიენტი, აბიტურიენტი რომ მიდის გამოცდებზე, თუ ჩააბარა, შემდეგი ნაბიჯი არის იქ სწავლა, თუ ვერ ჩააბარა, მეორე წელს მოემზადება. რაზე მაჩქარებ, ესე იგი არასწორ დავალებას მაძლევ ხომ? ან იმიტომ მაძლევ, რომ მერე შემიტიო, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა, საკვირაო ქადაგებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უცხო ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებში იბარებენ გაურკვეველ პირებს, რომლებიც ჩვენებას აძლევენ საქართველოს შესახებ. მეუფე იაკობმა ასევე ყურადღება გაამახვილა უცხო ქვეყნების საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩართულობაზე და მოუწოდა მათ, არ ჩაერიონ შიდა საქმეებში.

„მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, პარლამენტი იქნება, სენატი იქნება, კონგრესი იქნება, სეიმი, რუსეთის დუმა თუ რაც იქნება, დაიბარებენ ხოლმე ჩვენგან გაურკვეველ პიროვნებებს, მიდიან და რაღაც ჩვენებებს იძლევიან საქართველოზე. მერე გამოდიან და საქართველოს ყველაფერი უნდა გავუჩეროთო – ჩვენ გამოვაგზავნეთ, ავტორიტეტები არიან ჩვენთან? ნუ ერევით, ნუ ყოფთ ცხვირს ჩვენს საქმეებში, ვისაც გეხებათ ესტონეთი – ბალტიისპირეთი იქნება თუ სხვა. ასე მძიმედ იმიტომ ვამბობ, რომ ახლა 25 მოდის, მოლდოვას და უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვიღებთო, შანტაჟად გვიქციეს უკვე, სხვა აღარაფერი აღარ არის. ხომ უნდა მიხაროდეს სადღაც რომ შევდივარ? იმაში დაგვეხმარეთ, აქვე ეკონომიკა გავაძლიეროთ, რომ როცა მზად ვიქნებით და იქ შევალთ, ჩემი ძლიერი ეკონომიკით შევიდე.“ – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები