მამუკა მდინარაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებს: სიმართლეს ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების!

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, “გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, ოპონენტები საზოგადოებას ვეღარ მოატყუებენ და სიმართლეც ვეღარ დაიმალება, ვინაიდან, ხალხი სიმართლეს უჭერს მხარს, დემოკრატია კი სწორედ ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს.

“ხალხს ვეღარ მოატყუებთ და სიმართლესაც ვერაფერი მოერევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ სიმართლეს ხალხის მხარდაჭერა აქვს, დეზინფორმაციას და შავი ფულით ქვეყნის დამოუკიდებლობაში ჩარევის მცდელობას – მხოლოდ ლობირების იმედად დარჩენილი უსამშობლო ადამიანების! დემოკრატია ხალხის ძალაუფლებას ნიშნავს!..

ქვეყნის კურსი ჩვენ კონსტიტუციით განვსაზღვრეთ და ზუსტად ვიცით, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ოღონდ არა ცალ ფეხზე დგომის, ეროვნული თავმოყვარეობის შელახვის, ეროვნული იდენტობის დაკარგვის, გაუმჭვირვალობის და შავი ფულით ქვეყნის მართვაში ჩარევის ხარჯზე!

ამას საქართველო აღარასდროს დაუშვებს!
#ღირსებითევროპაში” – წერს მამუკა მდინარაძე.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ტელეფონისა და ბარათის გარეშე: როგორ გადაიხდიან თიბისის მომხმარებლები ხელის გულით

**თიბისის მომხმარებლებს ხელის გულით გადახდა შეუძლიათ** თიბისის მომხმარებლებს პროდუქტისა თუ მომსახურების შეძენისას ანგარიშსწორება ხელის გულით შეუძლიათ. ეს გადახდის ალტერნატიული მეთოდია, რომლის გამოსაყენებლად ტელეფონი ან საბანკო...