კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ბიზნესმენ დავით ხიდაშელის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.
„ვუყურებ ავი სულების ბაკქანალიას დავით ხიდაშელის სახელის ირგვლივ და ვამბობ: ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
მადლიერი შთამომავლობა ძეგლს აუგებს ამ კაცს! მე გადაღებული მაქვს მის მიერ მოპოვებული ისტორიული საუნჯე უტყუარი ფაქტების სახით! უნიკალური რუკები, საიდანაც ჩანს – გარეჯი საქართველოა!“ – წერს ხაინდრავა.