არჩილ თალაკვაძე – „ნაცმოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და მართლა სჯერათ იმის, რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა?

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის,რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა? – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „იმედი live”-ში.

მისი თქმით, ეკონომიკა რომ ჩამოშლილია, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთი სასურველი სცენარი, მაგრამ საბედნიეროდ სიცრუეა.

„თუ ეკონომიკა ჩამოშლილია, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში გაზრდილ ბიუჯეტს რომ ანაწილებდა, გახსოვთ ალბათ ყველას, რჩევებით რომ მოვიდნენ, ამდენი აქ წავიღოთ, ამდენი მილიონი აქ გავანაწილოთ, ამდენი ამას დავუთმოთ, ამდენი იმას, თუ ეკონომიკა ჩამოშლილია და თუ მართლა სჯერათ იმის,რასაც იტყუებიან, მაშინ ბიუჯეტი როგორ გაიზარდა და თუ ბიუჯეტის გაზრდის არ სჯერათ, მაშინ პარლამენტში რაღას გვეკამათებოდნენ და მოდიოდნენ ბრტყელი წინადადებებით?“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

დავით ქართველიშვილი: ვთავაზობ ბრიუსელს, სასწრაფოდ მოიწვიოს სპეციალური კომისია, დაადგინოს გაზის გაძვირებაში...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ევროპაში გაზის ფასების ზრდასა და ენერგეტიკულ კრიზისს ეხმიანება. ექსპერტი ირონიულად აკრიტიკებს ბრიუსელის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და საქართველოს...