22 დეკემბერი, კვირა, 2024
22 დეკემბერი, კვირა, 2024

დავით მათიკაშვილის ოჯახმა, გასულ წელს 4 ბინა და 1 მიწის ნაკვეთი შეიძინა – რა ქონებას ფლობს მოსამართლის და დეპუტატის ოჯახი

საქართველოს პარლამენტის წევრის, დავით მათიკაშვილის ოჯახმა, გასული წლის მანძილზე 4 ბინა და ერთი მიწის ნაკვეთი შეიძინა. აღნიშნულის შესახებ დავით მათიკაშვილი, მის მიერ, 2018 წლის ბოლოს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში წერს.

ჩამოთვლილი ქონებიდან, სამის 100%-იანი წილის მესაკუთრე თავად დავით მათიკაშვილია, ერთი ბინის მისი მეუღლე, ხოლო მიწის ნაკვეთის წილში, კიდევ ორი ადამიანი ჰყავს.

კერძოდ:

დავით მათიკაშვილის სახელზეა, ქალაქ თბილისში, ერთ კორპუსში არსებული სამი საცხოვრებელი ბინა:

20 685 აშშ დოლარად ღირებული 45,3 კვ.მ ბინა – ნავთლუღის ქ. 10-ში. კორპ. 3, ბინა #227;

25 023 აშშ დოლარად ღირებული 54,8 კვ.მ ბინა – ნავთლუღის ქ. 10-ში, კორპ. 3, ბინა #202;

24 292 აშშ დოლარად შეფასებული  53,2 კვ.მ ბინა  – ნავთლუღის ქ. 10-ში, კორპ. 3, ბინა #145;

დავით მათიკაშვილი, ასევე არის 33,33%-იანი წილის მფლობელი  – ქალაქ თბილისში, სოფელ თხინვალაში მდებარე [ზონა: მცხეთა, სექტორი: ლისი],1500 კვ.მ მიწის ნაკვეთის, რომელსაც ალექსანდრე რევაზიშვილთან და გელა ანდიაშვილთან იყოფს.

დავით მათიკაშვილის მეუღლის, ნინო მამულაშვილის სახელზეა გაფორმებული ბინა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, კერძოდ:

50 000 აშშ დოლარად შეფასებული, 57,9 კვ.მ ბინა დაბა ბაკურიანში  – დ. აღმაშენებლის ქ. ბინა #57;

რაც შეეხება მოძრავ ქონებას – დავით მათიკაშვილი ფლობს 8 000 აშშ  დოლარის ღირებულების მსუბუქ ავტომობილს – Toyota Camry-ს,  (გამოშვების წელი 2009, რეგისტრაციის #GG020LL 2016).

მათიკაშვილის მეუღლემ, ნინო მამულაშვილმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა, გასული წლის მანძილზე, შემოსავლის სახით  76 295,93 ლარი მიიღო, ხოლო თავად დეპუტატმა 63 015 ლარი (დეპუტატის ხელფასი).

დავით მათიკაშვილის ოჯახს, ასევე მრავლად აქვს საბანკო ვალდებულებები, კერძოდ:

ავტორი:

ბოლო სიახლეები