3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფრაქციის წევრის, მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმიანება

რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფრაქციის წევრის, მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმიანება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო ტენდერებისა და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრის მამუკა ხელაიას წინააღმდეგ აგორებულ ბინძურ კამპანიას.

საზოგადოებას გვინდა, განვუმარტოთ, რომ სახელმწიფო ტენდერების და შესყიდვების პროცედურები არის სრულიად გამჭვირვალე და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია თანაბარ პირობებში და კონკურენტულ გარემოში მიიღოს მონაწილეობა.

კოლექტიურ ნაცმოძრაობას არ გააჩნია სახელისუფლებო ბერკეტები და ამიტომაც თავიანთი პარტიული მედიის მეშვეობით ნაცადი ხერხით ახდენენ რეკეტს და ზეწოლას ბიზნესზე და ამით ცდილობენ პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას“, – წერია განცხადებაში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები