4 სექტემბერი, პარასკევი, 2026
4 სექტემბერი, პარასკევი, 2026

ალექსანდრე რაქვიაშვილი: როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის ყოფილი „ნაცების“ დაბრუნების ერთ-ერთი გზა

როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ ან „ნაცებიდან“ წასული ადამიანების დაბრუნების ერთ-ერთი გზა, – ასე აფასებს „გირჩის“ წევრი, დეპუტატი ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „სუპერ პაკის“ შექმნის თაობაზე.

„როგორც ვხვდები, ეს რაღაც „პაკი“ არის „ნაცების“ შიდა ამბავი, მათ შორის ყოფილი „ნაცების“ ან „ნაცებიდან“ წასული ადამიანების დაბრუნების ერთ-ერთი გზა. ჩვენ არ გვეხება, ამიტომ ხელს არ შევუშლით. ზოგადად, სწორია – „ლელოც“ უნდა დაიბრუნონ, ზურაბ ჯაფარიძეც, „ლიაკა“ და ა.შ. თუ ასეთ პლატფორმას შექმნიან, მაქსიმალურად წარმატებას ვუსურვებ“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

მიხეილ სარჯველაძე დიუშენის სამკურნალო მედიკამენტზე: „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში იქნება თბილისში

💊 სასიხარულო ინფორმაცია: დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში ჩამოვა.