ქრისტინე გერგაია ქალაქ ხობში დაიბადა. უმაღლესი განათლება აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. ინგლისური ენის და ლიტერატურის სპეციალისტია. აქტიური სტუდენტი იყო. სწავლის პარალელურად, ხშირად იღებდა მონაწილეობას საზღვარგარეთ გამართულ სხვადასხვა პროექტებში. აღნიშნული აქტივობები დადებითად აისახა ქრისტინეს სამომავლო საქმიანობაზე. ამ ყველაფერმა უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებელიც გახადა.
„ბავშვობიდანვე დიდი სურვილები და ამბიციები მქონდა, თუმცა, ყოველთვის ვერიდებოდი მათ გაჟღერებას, რადგან იმ დროს, ეს, საკმაოდ წარმოუდგენელი მეჩვენებოდა ჩემი ოჯახის მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ადამიანები კი, რომლებსაც ჩემს იდეებს ვანდობდი, სკეპტიკურად ეწყობოდნენ… ყველაფერმა ერთად ძალიან დამაკომპლექსა… ამიტომაც, მთელი ბავშვობა „ჩრდილში“ გავატარე.“- გვიყვება ქრისტინე.
ორი წლის წინ, საკუთარი თავის სრულყოფილად გაცნობა გადაწყვიტა ჩინეთში გაემგზავრა.
„შანხაიში ცხოვრების დროს, ჩავერთე სხვადასხვა ღონისძიებების წარმართვაში, ხშირად ვსტუმრობდი გამოფენებს, ვხვდებოდი ძალიან ბევრი საწარმოს წარმომადგენლებს პირადად. შედეგად, მალევე დავიწყე საკუთარი საქმე – იმპორტ-ექსპორტზე მუშაობა, რაც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.“- აღნიშნავს ქრისტინე.
მოგვიანებით, ქრისტინე გერგაიამ ესთეტიკური აპარატურების სადისტრიბუციო კომპანია „Beubest“ დააფუძნა. (კომპანიის ფეისბუქ-გვერდის მისამართი: https://www.facebook.com/BeubestAestheticDevices/)
„საქართველოში, ყველაზე სანდო ესთეტიკური აპარატურების სადისტრიბუციო კომპანია „Beubest“-ის დამფუძნებელი ვარ. კომპანიის სახელი „Be best of yourself“ ქართულად ასე ჟღერს: „იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“. ინსპირაცია ჩემი ბავშვობის სამოტივაციო ფრაზა გახდა.
სანამ ესთეტიკური აპარატურების რეალიზაციას დავიწყებდი, 6 თვე დამჭირდა საფუძვლიანად შემესწავლა თითოეული დანადგარი, გადავდე ყველა საქმე, კონცენტრირებული ვიყავი მხოლოდ ჩემს პროდუქციაზე. აქვე, მადლობას ვუხდი ჩემს ბიზნესპარტნიორს, რომელიც მუდმივად ცდილობდა ჩემი მოტივაცია გაზრდილიყო.“– იხსენებს ქრისტინე.
ბიზნესი, მანაც სტანდარტულად, 0 თეთრით, სანდო კონტაქტების და ენთუზიაზმის ანაბარა დაიწყო.
„დღეს, კომპანია „ბიუბესთი“, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და სანდო ბრენდების დისტრიბუტორია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელის ლაზერული ეპილაციის აპარატებს, კოსმეტოლოგიურ დანადგარებს და სხვა ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რაც აუცილებელია ესთეტიკურ სფეროში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები მომხმარებელთან, ხელი შევუწყოთ სალონებს და ესთეტიკური ცენტრებს ბიზნესის განვითარებაში, ჩვენს მიერ მიწოდებული დანადგარებით გამოიწვიოს ინტერესი და გაზარდონ მომხმარებლების არეალი.
„ბიუბესთის“ დაარსების დღიდან, ჩვენ ვგრძნობთ ჩვენ წილ სოციალურ/ეკონომიკურ პასუხისმგებლობას, ამიტომაც კომპანია სთავაზობს მომხმარებლებს შეღავათიან ფასებში ხარისხიან აპარატურების შეძენას, რომლებზეც ხშირად გვაქვს სხვადასხვა ფასდაკლებები და საჩუქრები.
ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ევროპაში ყველაზე ცნობილი ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობაზე, ძალიან მალე კი მოეწყობა სხვადასხვა ღონისძიებები, შოურუმები, სადაც მომხმარებელი იხილავს უახლესს ტექნოლოგიებს, მიიღებს საჩუქრებს და ფასდაკლების ვაუჩერებს. “– აღნიშნავს ქრისტინე გერგაია.
საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ქრისტინე გერგაიას სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.
წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.
ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.