3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ძლიერ მოტივაციად ქცეული ტრაგედია – მაია შავშიშვილის ისტორია

„მიყვარს მოგზაურობა. ბავშობიდან ძალიან მიტაცებდა ჩემი ქვეყნის ისტორია, ტრადიციები, მისი თვალწარმტაცი ბუნება. ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა დაგვეარსებინა ტურისტული კომპანია, რომ ჩვენი ქვეყანა გავეცნო, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისათვის. ასე დაიბადა „მათე მოგზაური“.

მაია შავშიშვილი  ქართლის შუაგულში, გორის რაიონის  ულამაზეს სოფელში,  სკრაში დაიბადა. ამბობს, რომ ძალიან მზრუნველი ბავშვი იყო. ის, ჯერ სოფელ სკრას საბავშვო ბაღში, შემდეგ კი ამავე სოფლის სკოლაში სწავლობდა, რომელიც წარმატებით დაასრულა.

საბჭოთა პერიოდში გავიზარდე, კარგი განათლება მივიღეჩემი მშობლები ძალიან მიწყობდნენ ხელს. იმ დროს, ბავშვებს საკმაოდ მკაცრად ზრდიდნენ, თუმცა  ჩვენს ოჯახში ამ მხრივ სრული ჰარმონია გვქონდა. მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი წარმატებისათვის.“- იხსენებს მაია შავშიშვილი.

სკოლის დამთავრების შემდეგ  უმაღლეს სასწავლებელში  გამოცდების ჩასაბარებლად დაიწყო მზადება. აბიტურიენტობის პარალელურად მუშაობაც დაიწყო.

ჩავაბარე მაშინდელ  სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტშიისტორია-ფილოლოგიის  ფაკულტეტზე.  უმაღლეს სასწავლებელში სწავლის პერიოდში ვმონაწილეობდი შრომით სემესტრებში (ისტორიული ძეგლების აღდგენაზე).

ჩემი სტუდენტობის წლები ოთხმოციანი წლების ბოლოს დაემთხვა. ამ პერიოდში ფართოდ გაიშალა ეროვნული მოძრაობა. მეც აქტიურად ჩავები ეროვნულ მოძრაობაში და როგორც შემეძლო, ისე  ვიცავდი  ჩემი სამშობლოს  ინტერესებს.“- აღნიშნავს მაია.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა განაგრძო სკოლაში. მოგვიანებით დაოჯახდა კიდეც.

უნდა ავღნიშნო, რომ ძალიან  გამიმართლა. მყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც იყო ჯერ ტასისშემდეგ კი – საქინფორმის ფოტოკორესპონდენტი. გახლდათ,  აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების მონაწილე. 

ჩემმა მეუღლემ ჯერ კიდევ 90-იან წლებში  ჩამოაყალიბა  სამარშუტო ტაქსების ცენტრი. იყო ძალიან კრეატიული და სიახლეებს დადებითად უყურებდა. ქვეყანაში ტურიზმის განვითარება რომ დაიწყო, სამარშუტო ტაქსების ცენტრიავტოტურსერვისად გადააკეთა.

ძალიან  მიყვარდა მოგზაურობა, ამიტომ ჩემმა მეუღლემ შემომთავაზა დაგვეარსებინა  ტურისტული კომპანია და ასე გაგვეცნო ჩვენი ქვეყანა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, უცხოელი ვიზიტორებისათვის. 

მართალია, დავაარსეთ ტურისტული კომპანია „მათე-მოგზაური”, მაგრამ მე მაინც ჩემი ძირითადი საქმიანობით (პედაგოგიური მოღვაწეობით) ვიყავი დაკავებული. მეუღლე თვითონვე წარმართავდა კომპანიის საქმიანობას,“- იხსენებს მაია.

შემდეგ იყო წარმატებები, განვითარების ეტაპები. ჰქონდათ დიდი სამომავლო გეგმებიც

„ჩვენი სამომავლო გეგმების განხრციელების საშუალება, მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ არ მოგვცა. არ გვაძლევდნენ განვითარების საშუალებას, რამაც ჩემ მეუღლის ჯანმრთელობაზე ძალიან უარყოფითად იმოქმედა, ამდენ დაძაბულობას ვეღარ გაუძლო და ტრაგიკულად  დაიღუპა. 

ეს იყო ჩემს ცხოვრებაში უდიდესი ტრაგედია. რამდენიმე წელი გონზე ვერ მოვდიოდი, თუმცა არ მქონდა უფლება ჩემი ერთადერთი ვაჟი შუა გზაზე მიმეტოვებინა და არ გამეგრძელებინა მეუღლის დიდი მონდომებით დაწყებული საქმე. ყოველივე ამან მომცა  მოტივაცია შევჭიდებოდი ამ დიდ საქმეს.“- აღნიშნავს მაია შავშიშვილი.

ამ ეტაპის შემდე დაუახლვდა და შეისწავლა ტურიზმის სფერო. გადადგა პირველი და წარმატებული ნაბიჯები წარმატებისკენ, გამართლებებისკენ…

მას შემდეგ რაც გამიმართლა და მოვხვდი ტრენინგზე – ქალი და ბიზნესი – ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისათვის“ ჩემი სამუშაო პროცესი ბევრად საინტერესოა, მეტი მოტივაცია მაქვს.  ახლა ზუსტად ვიცი, როგორია პასუხისმგებლიანი ქალი-მეწარმემინდა დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის.“-გვეუბენბა მაია.

მაიას სურს კარგად შეისწავლოს ყველა დეტალი, რაც ტურისტულ სფეროს უკავშირდება.  მისი მიზანია, ფინანსური კაპიტალის დაგროვების შემდეგ აქტიურად ჩაებას საქველმოქმედო საქმიანობაში. „ასევე, მინდა ჩემს შვილს შევუქმნა  ღისეული მომავალი. და რაც მთავარია, შევასრულო ჩემი მეუღლის სურვილი – ჩვენს  ულამაზეს სოფელში (მთის აგარაკზე) ავაშენო საოჯახო სასტუმრო.

დღეს, კორონავირუსის პანდემიამ თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო. გაჩერდა ყველა და ყველაფერი. შეჩერდა ჩვენი საქმიანობაც. ადრე თუ გვიან დასრულდება პანდემია, მსოფლიო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება. ტურიზმის სფერო კვლავ მოიკრებს ძალებს და უფრო მეტად განვითარდება.“- ამბობს მაია.

განსაკუთრებული მადლობა

„განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს თუ გარემოებას, რომელიც ცდილობდა ჩემს უკან დახევას. მე მათ წარმატებისკენ სწრაფვა მასწავლეს.“

საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ქალბატონ მაია შავშიშვილს თავისი სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, მისი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.

წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ “ქალი და მეწარმე” ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის “ქალები მომავლისთვის” ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი:

ბოლო სიახლეები