მაკა ბოჭორიშილი – არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად

„პრეზიდენტმა საკუთარი თავი სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობიდან, პოლიტიკურად უსუსური ოპოზიციონერების რიგებში ჩამოიქვეითა, პრეზიდენტის ინსტიტუტი აქცია პოლარიზაციის გაღრმავების დამატებით წყაროდ, მაშინ როდესაც შეეძლო ისტორიული როლი ეთამაშა ერის ერთობის ხელშეწყობაში და ევროკომისიის პირველი რეკომენდაციის – დეპოლარიზაციის შესრულების გარანტი გამხდარიყო, მართლა გულწრფელად, რომ ეფიქრა ევროკავშრის კანდიდატის სტატუსზე“ – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა

მისივე თქმით, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა, კანდიდატის სტატუსი ხელისუფლების ხელში ჩაგდების ინსტრუმენტად მიიჩნია და ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებისთანავე ევროპული მომავლის საბოტაჟი სცადა, თუმცა ამ დრომდე არ გამოუვიდათ.

„არ გაიყიდება და არ შეიფუთება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე უკანონო და უსაფუძვლო შეტევა ევროპული მომავლისთვის ბრძოლად.
სინამდვილეში ახლა, ერთდერთი მიზანი გაქვთ და როგორც ჩანს პრეზიდენტის დახმარება გჭირდებათ ამაში, თქვენი კალიბრი აღარ ყოფნის ამ საქმეს, როგორმე საქართველოს დაუწესოთ ახალი წინაპირობები ევროპული მომავლის უზრუნვესაყოფად. ეს არის ზუსტად საბოტაჟი, ეს არის ამ ქვეყანაში რუსული მიზანი და ამ მიზანს ემსახურებით თქვენ“ – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....