გიორგი კახიანი: იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უკვე პარლამენტში განვიხილოთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და კენჭისყრები ჩავატაროთ, – ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენ არ გვაქვს ხმების ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ პრეზიდენტს უფლებამოსილება შეუწყდეს. ვნახოთ რა პოზიციას დაიჭერს ოპოზიცია. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმ გადმოსახედიდან, რომ კონსტიტუციის დაცვა არის უზენაესი ღირებულება, ოპოზიციამაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ასეთ შემთხვევაში“, – განმარტა გიორგი კახიანმა.

დაარღვია თუ არა კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა. მოსამართლეების გადაწყვეტილება ხვალ გახდება ცნობილი. თუ საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, იმპიჩმენტის პროცედურა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცველს. პრეზინდეტის იმპიჩმენტს კი 100 დეპუტატის ხმა სჭირდება.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

გია აბაშიძე: სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველებს ავიწყდებათ, რომ გამარჯვებას...

სერბული სცენარის საქართველოში გადმოტანის მსურველ რადიკალებს ავიწყდებათ მთავარი: არჩევნებში გამარჯვებას ქუჩის პროტესტი კი არა, ელექტორატის მხარდაჭერა, ძველი პოლიტიკური ავაზაკებისგან დისტანცირება და რეალისტური პროგრამა განაპირობებს....