3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

სოფელ ერგნეთში IPRM-ის რიგით 102-ე შეხვედრა დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 102-ე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მკაცრად დააყენა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის, უკანონო დაკავებების და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული უკანონო შეზღუდვების საკითხები.

ასევე, განიხილეს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარი ყველა ინციდენტი, რომელიც ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, მთავარი აქცენტი გაკეთდა ჩვენი თანამოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და ბორდერიზაციის პროცესზე.

„ განვიხილეთ ქეისების მიხედვით თითოეული კონკრეტული მაგალითი. პრინციპულად დაფიქსირდა პოზიცია.  ოკუპაციის ამ თანმდევი მოვლენის შედეგად უამრავი ოჯახი დარჩა სახნავ-სათესი მიწის გარეშე. სოფლებმა დაკარგეს სავარგულები და  საფრთხე შეექმნა მათ ეკონომიკურ კეთილდღეობას.

რაც შეეხება უკანონოდ დაკავებულებს, გენადი ბესტაევს და გელა გოჭოშვილს, ეს საკითხიც დასმული იქნა, მოვითხოვეთ დამატებითი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის და სტატუსის შესახებ. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას ედავებიან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას.

რაც შეეხება გენადი ბესტაევს, ეს საკითხიც დაისვა პრინციპულად და გამახვილდა ყურადღება, იმ გარემოებაზე, რომ  უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა 14 თვეზე მეტხანს, რაც ცდება ყოველგვარ ლოგიკას. რა თქმა უნდა მოვითხოვეთ მისი გათავისუფლება“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, უკანონოდ დაკავებული თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე გაგრძელდება კონსულტაციები ცხელი ხაზის მეშვეობით. ასევე, დაგეგმილ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რათა უკანონოდ დაკავებული ყველა ჩვენი თანამემამულე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს.

ავტორი:

ბოლო სიახლეები