3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024
3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ანტონ ობოლაშვილი – პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს

,,ბოლო პერიოდში ახალციხის მუნიციპალიტეტში, ბევრი პროექტი განხორციელდა, როგორც სამშენებლო, ასევე, ტურიზმისა და აგრარული მიმართულებით.

ჩემთვის, როგორც მაჟორიტარი დეპუტატისთვის, განსაკუთრებით საამაყოა, მქონდეს შესაძლებლობა ვისაუბრო ჩვენი მხარის განვითარებაზე’’ –  განაცხადა ახალციხის მაჟორიტარმა დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენაზე.

ანტონ ობოლაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონები“ ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„ჩვენს მხარეში მიმდინარეობს დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა აბასთუმნის განახლება, აჭარასთან დამაკავშირებელი გზა, აბასთუმნის შემოვლითი გზა, ბაკურიანის განვითარება. ამ პროექტების დასრულების შემდეგ, მოგვეცემა მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა.

ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას იყოს მეტი შემოსავალი და მეტი განვითარების საშუალება ჰქონდეს ჩვენს რეგიონს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა „განახლებული რეგიონების“ შესახებ. ეს პროგრამა ჩვენს ახალციხეს დამატებით ახალ სიცოცხლეს შესძენს. რაც  ტურისტების ნაკადის გაზრდაში აისახება.’’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

დეპუტატმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას განხორციელებული პროექტებისთვის და წარმატება უსურვა მერობის კანდიდატს.

„ბევრი კარგი საქმე გაკეთდა, არაერთი პროექტი მიმდინარეობს, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამგვარ პროექტს სჭირდება ღირსეული მერობის კანდიდატი. ირაკლი ლაზარაშვილმა არაერთხელ დაამტკიცა თავისი კეთილსინდისიერება. დარწმუნებული ვარ, მერის რანგში უფრო მეტი მონდომებით შეუდგება საქმიანობას და კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს ქალაქს‘’ – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ავტორი:

ბოლო სიახლეები