შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის
რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და
საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში
ნასამართლევი ნ.ფ. ორი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა
მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ლანჩხუთში, თავის თანაკლასელს, პარტია
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის აღმასრულებელ
მდივანს – გ.ც.-სა და მის მეუღლეს – ი.ზ.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში
სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ორი პირის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით
მიმდინარეობს. – ნათქვამია განცხადებაში.