5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება – ის ნეირობლასტომას ებრძვის

5 წლის სოფიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ის მძიმე დაავადებას ებრძვის, მკურნალობის გასაგრძელებლად კი სოლიდური თანხაა საჭირო.

როგორც ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში წერს, შექმნილია პატარას დახმარების გვერდიც – Help Sophia, სადაც საზოგადოებას ბავშვის მკურნალობის ეტაპების შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლია. პოსტში ასევე მოცემულია ანგარიშის ნომრები, რომლებზეც თანხის ჩარიცხვაა შესაძლებელი.

„არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღეს ასეთი სიტყვებით მომიწევდა თქვენთვის მომართვა… მაგრამ დღეს ჩვენი პატარა სოფიასთვის დახმარებას გთხოვთ.

უკვე 8 თვეა, 5 წლის სოფია ნეირობლასტომას ებრძვის – ბავშვთა ასაკში ერთ-ერთ ყველაზე რთულ და აგრესიულ ონკოლოგიურ დაავადებას.

ამ დროის განმავლობაში მან გაიარა ქიმიოთერაპია, რთული ოპერაცია და სხივური თერაპია. სოფიამ წარმოუდგენლად დიდი გზა გამოიარა, თუმცა მკურნალობის დასრულებამდე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დარჩა – Qarziba-ს იმუნოთერაპია, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ტარდება.

მკურნალობისთვის 237 500 დოლარია საჭირო. სახელმწიფოს ჩართულობის დიდი იმედი გვაქვს, თუმცა ეს გარკვეულ პროცედურებსა და დროს მოითხოვს – დრო კი, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა გვაქვს.

ამ ეტაპამდე ოჯახმა საკუთარი შესაძლებლობებით ყველაფერი გავაკეთეთ და ჩვენი ფინანსური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია. ამიტომ დღეს მთელი გულით გთხოვთ დახმარებას.

ნებისმიერ თანხას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, უბრალოდ გააზიაროთ ეს პოსტი. შეიძლება სწორედ თქვენმა დახმარებამ ან ერთმა გაზიარებამ სოფიასთვის ყველაფერი შეცვალოს.

შევქმენით სოფიასთვის გვერდი, სადაც გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას მისი მკურნალობის შესახებ – Help Sophia.

TBC BANK
GE97TB7188345064300131
ANASTASIIA KOBAKHIDZE (mother)

BOG
GE81BG0000000613358579
ANASTASIIA KOBAKHIDZE (mother)

Revolut
Tea Tchanturidze (Aunt)
IBAN: FR76 2823 3000 0179 5729 5249 404
revolut.me/tchanturidze

PayPal
paypal.me/AnastasiiaKobakhidze

“ – წერს ოჯახის ახლობელი სოციალურ ქსელში.

ავტორი:

ბოლო სიახლეები

ნიკა ობოლაძე: პარლამენტის ბოიკოტი თუნდაც იმიტომ იყო არასწორი, რომ რიტორიკაში მაინც...

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ნიკა ობოლაძემ, ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება პარლამენტის ბოიკოტის შესახებ უარყოფითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით, "ქართულ ოცნებას" მიეცა არგუმენტი, ისაუბროს პარტიების აკრძალვის...